წიგნი პირველი
7. ....მზად ვარ
მაშინვე დავეზავო ჩემს შეურაცმყოფელთ, როგორც კი შერიგების სურვილს შევატყობ მათაც;
რომ ვცდილობ ღრმად ჩავწვდე ყველაფერს, რასაც ვკითხულობ და არ ვკმაყოფილდები თვალის
მარტოოდენ ზერელე გადავლებით; რომ ადვილად არ ვერწმუნები ყბედთ, და რომ, ბოლოს, გავეცანი
„მოგონებებს ეპიქტეტეზე“, რომელიც თავისი ბიბლიოთეკიდან მათხოვა მან. (რუსტიკუსმა)
8. ... და, ბოლოს,
ეს იყი კაცი, რომელმაც მასწავლა, როგორ მიმეღო მეგობრებისაგან ეგრეთწოდებული „სამსახური“
ისე, რომ არც მათ მუდმივ მოვალედ ვქცეულიყავი და არც უმადურივით ურცხვად გამეწბილებინა
ისინი.
17. ... ყველაფერ
ამას მხოლოდ ღმერთების შეწევნითა და ბედის წყალობით თუ ეწევა კაცი.
წიგნი მეორე
4. ....დროა შეიცნო,
რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე,
როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან.
9. ....გახსოვდეს:
არავის ძალუძს ხელი შეგიშალოს იმაში, რომ ყოველთვის მოქმედებდე და მსჯელობდე ბუნების
თანახმად, ბუნებისა, რომლის ნაწილიც ხარ შენ.
14. .... უდღემოკლესი,
ბოლოს და ბოლოს, იმასვე ჰკარგავს, რასაც ყველაზე უფრო დღეგრძელი. აწმყო - აი, ყველაფერი,
რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ, ხოლო არავინ არ კარგავს მას,
რასაც არა ჰფლობს.
17. ... კაცის
სიცოცხლე - წამია მხოლოდ; მისი არსი - მარად მედინი; შეგრძნება - ბუნდოვანი; აღნაგობა
სხეულისა - ხრწნადი; სული - ცთომილივით მოხეტიალე; ბედი - იდუმალი; დიდება - ფუჭი.
ერთი სიტყვით, ყველაფერი სხეულისეული ნაკადს წააგავს, სულისეული- სიზმარს, კვამლს,
ნისლს. ცხოვრება ბრძოლაა და ხეტიალი უცხო მხარეში; სიკვდილშემდგომი დიდება - დავიწყება.
მაშ რაღას მივყვეთ, რა გვიწინამძღვრებს? სიბრძნის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ.
წიგნი მესამე
4. ...ნუ შეალევ
სხვებზე ფიქრს შენი სიცოცხლის დარჩენილ დღეებს, თუ კი რაიმე საყოველთაოდ სასარგებლოს
არ ეხება საქმე.
....რადგან თვითეულის
წილხვდომილი მისი ბუნების თანაფარდია და სასარგებლოც მისთვის.
წიგნი მეოთხე
3. ....მართლაც-და, რა გაშფოთებს? კაცთა სიბილწე
და ბიწიერება? მაშინ დაუფიქრდი პრინციპებს, რომელიც ამტკიცებს, რომ გონიერი არსებანი
ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, რომ თმენა სამართლიანობის ნაწილია, და რომ კაცნი თავისდა
უნებურად სცოდავენ;
4. თუ სულიერი
საწყისი საერთოა კაცთათვის, მაშინ ერთი იქნება გონებაც, რომლის ძალითაც გონიერ არსებებად
ვიწოდებით ჩვენ. თუ ეს ასეა, მაშინ ერთი იქნება გონიც, რომელიც გვიწესებს, რისი ქნა
გვმართებს და რისი არა. თუ ამას ვაღიარებთ, მაშინ საერთოა კანონიც და, მაშასადამე,
ჩვენ თანამოქალაქენი ვართ. ხოლო, როგორც მოქალაქენი, ამა თუ იმ სამოქალაქო წყობილებისა
ვეზიარებით, და სამყარო ქალაქს წააგავს. მართლაც, ვინ გვიჩვენებს სხვა საერთო წესრიგს,
რომელთანაც წილნაყარი იყოს კაცთა მთელი მოდგამა? სწორედ აქედან, ამ ქალაქიდან წარმოსდგება
ჩვენი სულიერი საწყისიც, გონებაცა და კანონიც. თუ არა აქედან, მაშ საიდან, ესეც მითხარით?
რადგან ყველაფერი, რაც მიწიერია ჩემში, რომელიღაც მიწის ნაწილაკია, ნოტიო-სხვა სტიქიონიას,
ხოლო სიცოცხლის მშვინვა, თავის მხრივ, საკუთარი წყაროდან იღებს დასაბამს; სწორედ ასევე,
ცხელს და ცეცხლისებრს თავისი სათავე მოეძებნება და ა.შ.,რადგან არაფერი არ იქმნება
არარაისგან და არაფერი არ იქცევა არარად. ამიტომ სულიერი საწყისიც საიდანღაც უნდა იღებდეს
დასაბამს.
9. სარგებლობა
აიძულებს ბუნებას ასე მოიქცეს.
12. .... უნდა
შეგეძლოს შეიცვალო შეხედულება, თუკი ვინმე
დაგანახებს ან დაგიმტკიცებს შენი შეხედულების მცდარობას.მაგრამ შეხედულების შეცვლის
საბაბი უნდა იყოს რაიმე დიდი და ნათელი, როგორც
მაგალითად, სამართლიანობის, საზოგადო სიკეთისა
თუ სხვა მათი მსგავსისთვის ზრუნვა, და არა ის, რაც სასიამოვნოს გიჩანს, ან დიდებას
გიქადის შენ.
16. უკეთუ მტკიცედ დაიმარხავ არსებით პრინციპებს და
მტელის არსებით მიიქცევი გონების სამსახურად, ათი დღის შემდეგ ღმერთი ეგონები მას ვისაც
დღეს მხეცი ჰგონიხარ შენ და ყაპუზუნა.
29. ....გლახაკია,
ვინც სხვისგან ითხოვს შეწევნას და ვერ პოულობს თავისსავე თავში მას, რაც ესოდენ საჭიროა
სიცოცხლისათვის.
31. ...სიცოცხლის
დარჩენილი დღენი გაატარე ისე, როგორც შეჰფერის მთელის არსებით ღმერთების ნებას მინდობილ
კაცს, რომელსაც არ სურს ტირანი ერქვას ვისიმე მიმართ, ანდა - ვისიმე მონა.
32. ...გახსოვდეს
ისიც, რომ გულმოდგინება, რომელსაც ამა თუ იმ საქმის მიმართ ვიჩენთ, მისი მნიშვნელოვნების
თანაფარდი უნდა იყოს და თანაზომადი. ამრიგად თუ შენ უფრო მეტ ყურადღებას არ მიაქცევ
თვითეულ წვრილმანს, ვიდრე ეს შეშვენის გონიერ კაცს, აღარ მოგიწევს დაითმინო სასოწარკვეთის
სიმწარე.
41. ... რა ხარ?
ერთი საწყალობელი სული, რომელიც ცხედარს დაათრევს ქვეყნად, - როგორც იტყოდა ეპიქტეტე.
51. ყოველთვის
უმოკლესი გზით იარე; უმოკლესი გზა კი ბუნებრივი ცხოვრების გზაა. მაშ, გონების ხმას
შეუწონე ყველა შენი სიტყვა თუ საქმე; გწამდეს, მხოლოდ ეს დაგიხსნის სასოწარკვეთილებისაგან,
ფუჭი ბრძოლისაგან, პირმოთნეობისა და პატივმოყვარეობისაგან.
წიგნი მეხუთე
8. .... არცერთი
კერძო ბუნება არ იმარხავს რაიმე ისეთს, რაც არ შეესაბამება ამ ბუნების მტვირთველ არსებას.
მაშ გიყვარდეს ყველაფერი, რაც წილად გხვდება; ორი რამი გამო გიყვარდეს: ჯერ ერთი, შენი
წილხვდომილი იმთავითვე შენთვის იყო გამიზნული, შენთვის შექმნილი და შენსავე სვესთან
თანათხზული დასაბამიერ მიზეზთა ძალით. მეორეც, სწორედ იგია ერთ-ერთი მიზეზი არსთა გამრიგის
ძალმოსილების, სრულქმნილების და თვითონ მისი წარუდინებლობისა. რადგან შენ შებღალავ
მთელს, თუ ოდნავ მაინც დაარღვევ თანხმობას და თანაკავშირს როგორც მისი ნაწილების, ისე
მისი მიზეზებისას.
9. ... ნუ დაივიწყებ,
რომ ფილოსოფია მასვე მიელტვის, რასაც მიელტვის შენი ბუნება. შენ კი სასურველად გიჩანს
ის, რაც ასერიგად ეწინააღმდეგება ბუნებას.
10. საგნებს ისეთი განუჭვრეტელი უკუნი ჰბურავს, რომ ბევრი ჭეშმარიტი
ფილოსოფოსი სავშებით შეუცნობლად მიიჩნევს მათ. და თვით სტოელთათვისაც კი ძნელად შესაცნობი
ჩანან ისინი. არცერთი ჩვენი მტკიცება არ არის რაღაც უცვლელი და ურყევი. მართლაც სად
ჰპოვებ კაცს, ერთხელაც რომ არ შეეცვალოს თავისი აზრი?
.....ჯერ-ერთი,
შეუძლებელია მე შემემთხვეს რამე ისეთი, რაც შეუსაბამო იქნებოდა საერთო ბუნებისათვის
და , მეორეც მე შემიძლია ყოველთვის ჩემი ღმერთისა და ჩემი დემონის მორჩილი ვიყო და
მათი ნებისმყოფელი; რადგან ვის ძალუძს მაიძულოს ვეურჩო მათ?
16. ....განა
ცხადი არ არის, რომ უმდაბლესი არსებანი უმაღლესთათვის არსებობენ, უმაღლესნი კი - ერთმანეთისთვის?
სულიერი არსებანი უსულოებზე მაღლა დგანან, ხოლო სულიერთა შორის უმაღლესი ადგილი უჭირავთ
გონიერთ.
21. თაყვნაი ეცი უსრულქმნილესს მთელს სამყაროში, ყოვლისმპყრობელს
და ყოვლისგამრიგეს. თაყვანი ეცი უსრულქმნილესს თვითონ შენშიც: ის პირველს ენათესავება,
რადგან იგია მთელი შენი არსების მპყრობელიც და შენი გამრიგეც.
25. ვინმე სცოდავს
ჩემდა მომართ? შეეშვი სცოდოს: ეს მისი საქმეა; მას თავისი მწრამის აქვს და მოქმედების
თავისი წესი; მე კი ისეთი ვარ, როგორიც სურს ვიყო საერთო ბუნებას და ისე ვიქცევი, როგორც
სურს ვიქცეოდე ჩემსავე ბუნებას.
33. ....მაშ, რა გაკავებს
ამ ჯურღმულში? გრძნობადი საგნები ცვალებადნი არიან და უმტკიცონი, თვითონ გრძნობანი
ბუნდოვანნი და ადვილად საცთუნებელნი, სასიცოცხლო ძალა - სისხლის ორთქლი და ოხშივარი,
დიდება... რას აქნევ დიდებას ამ ხრწნადობის სამკვიდრებელში? მაშ, რა ვქნათ? უდრტვინველად
დაველოდოთ აღსასრულს ან სახეცვლა-გარდაცვალებას. მაგრამ სანამ ეგ წამი არ დაგვდგომია?
ვაქოთ და ვადიდოთ უკვდავნი, კეთილი ვუყოთ მოკვდავთ, უდრტვინველად დავითმინოთ მათი სიახლოვე,
მაგრამ ნურც ძალზე დავიახლოვებთ მათ. ნუ დაივიწყებ, რომ ის, რასაც შენი არსება, შენი
ხორცი და სული იმარხავს, შენ არ გეკუთვნის და, მაშასადამე, არც გექვემდებარება.
34. შენ შეგიძლია
ყოველთვის ბედნიერი იყო, რადგან შეგიძლია ჭეშმარიტი გზა აირჩიო და ამ გზით წარმართო
შენი მოქმედება და მრწამსი. ორი რამ აქვს საერთო ღმერთის და კაცის, ისევე როგორც ყველა
გონიერი არსების სულს: ჯერ-ერთი, არაფერი უცხოგვარი მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს,
და,მეორეც, მას შეუძლია თავის ჭეშმარიტ სიკეთედ აზროვნებისა და მოქმედების სიწრფელე
ირჩიოს და ამით დაუდოს ზღვარი საკუთარ სწრაფვას.
წიგნი მეექვსე
19.
თუ რაიმე შენს ძალ-ღონეს აღემატება, ნუ იტყვი, რომ ის საერთოდ აღემატება კაცის ძალ-ღონეს.
მაგრამ ის, რაც კაცისთვის მისაწვდომია, ის, რაც ხელეწიფება კაცს, შენც ხელგეწიფება
გწამდეს.
24. სიკვდილმა
ერთმანეთს გაუსწორა ალექსანდრე მაკედონელი და მისი მეჯორე; რადგან ერთიც და მეორეც
ან სამყაროს თესლისებრმა გონებამ შთანთქა, ან ატომებად დაიღვარა და დაიშალა ორივე.
წიგნი მეშვიდე
3. ...უმზირე ყოველივე ამას კეთილმოსურნე და მზვაობის ლიბრით დაუბინდავი
თვალით, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ ყოველი კაცის ფასი მისი მისი მისწრაფების ფასით განიზომება.
7. ... რატომ
უნდა უარყო დახმარება, თუ კი ვთქვათ, კოჭლობის გამო, მარტო ვერ შესძლებ აცოცებას შვეულ
კედელზე, მაშინ როდესაც სხვისი შეწევნით შენ შესძლებ ამას.
12. დღეს იყავი
წრფელი, ხვალ შეიძლება გვიანი იქნეს.
36. ანტისთენედან (სოკრატეს მოწაფე): „კეთილს იქმოდე და ავკაცის
სახელი გქონდეს არის ამაში რაღაც მეფური“
45. პლატონიდან:
„ მართალს მოგახსენებთ, ათენელნო: თუ კაცმა თვითონ დაივალა რაიმე საქმე, იმიტომ რომ
ყველაზე შესაფერისად მიაჩნდა თავისთვის, ანდა არქონტის დავალებით მოჰკიდა ხელი მას,
კეთილი ინებოს და, ყოველგვარი განსაცდელისა თუ სიკვდილის შიშის მიუხედავად, ბოლომდე
მიიყვანოს იგი. რადგან კაცი სიკვდილს კი არა, სირცხვილს უნდა უფრთხოდეს მხოლოდ“
49. თუ მიიქცევი
წარსული ჭვრეტად და მოიხილავ, რამდენი სამეფო დაეცა და არიგავა მიწის პირისგან, შენ
შესძლებ წინასწარ განჭვრიტო მერმისიც. მართლაც, ის წარსულის ზუსტი ასლი იქნება მხოლოდ,
რადგან ვერაფრით ვერ დაარღვევს ჟამთასვლისა და ბედის ტრიალის დღევანდელ რიტმს. ამიტომ
სულერთია, რამდენ ხანს უჭვრეტ კაცთა ცხოვრების ამაოებას, ორმოცი თუ ათ ათასი წლის განმავლობაში:
რას ნახავ ახალს და ჯერ არნახულს?
52. ბევრია შენზე
უკეთესი მორკინალი, მაგრამ, დაე, ნურავინ იქნება შენზე ერთგული საზოგადო სიკეთისადმი,
შენზე მორჩილი ბედისწერისადმი და მოყვასთა ცთომის მიმართ-შენზე უფრო დიდსულოვანი.
55. ....ამიტომ
კაცის სულიერი წყობის უპირველესი ნიშანი მისი მოქალაქეობაა. მეორე - გულგრილობა ყველა
იმ ვნების მიმართ, რომელნიც თავის ნებაზებ ათამაშებენ სხეულს. ვინაიდან გონივრული და
სულიერი ქმედითობის თავისებურება მისი თვითმოზღუდულობ და შეგრძნებათა და სწრაფვათა
წინაშე ქედმოუხრელობა გახლავს, რადგან ეს უკანასკნელი ცხოველურ მოძრაობათა სახეებია,
სულიერს კი სურს პირველობდეს და კი არ ჰმინებდეს, პირიქით, თვითონ იმონებდეს მათ. და
მართლაც, მისი ბუნება ისეთია, რომ თვითონ უნდა იყენებდეს ყველა დანარჩენს. და ბოლოს,
კაცის სულიერი წყობის მესამე ნიშანი მისი წინდახედულებაა და უმცთარობა. ამ საწყისთა
ერთგული სული წრფელი გზით ვალს და თან მიაქვს თვისი.
58. .... სიკეთე
კი დიდია, გწამდეს, და ეს იქნება შენი სამოქმედო მასალა. ოღონდ გონებაფხიზელი და გულწრფელი
იყავ ყველაფერში, რას აკეთებ. გახსოვდეს ეს მრჩობული შეგონება: მოქმედების მასალა ჩვენთვის განურჩეველია, მაგრამ არა თვით მოქმედება.
60. სხეულიც მოქნილი
უნდა იყოს - და არა მოშვებული-როგორც მოძრაობის, ისე უძრაობის დროსაც. თუ გონება თავის
ბეჭედს ასვამს სახეს, რომელიც ამის წყალობით ჭკვიანურ იერსა და კეთილშობილურ გამომეტყველებას
იძენს, რატო არ უნდა მოვითხოვდეთ იგივეს მთელი სხეულისგანაც? მაგრამ აქაც ზომიერება
და თავდაჭერილობა გვმართებს.
61. ცხოვრების
ხელოვნება უფრო ბრძოლის ხელოვნებას წააგავს, ვიდრე როკვისას, რადგან მუდმივ მზადყოფნასა
და სიმტკიცეს მოითხოვს ყოველივე მოულოდნელისა და გაუთვალისწინებლის მიმართ.
64. ....„არ არსებობს
დაუთმენელი ან მარადიული ტკივილი“
65.ეცადე არაკაცთა
მიმართაც კი არ განიცდიდე იმას, რასაც კაცნი განიცდიან კაცურ კაცთა მიმართ.
67. და თუ უსასოქმნილს
გგონია, რომ ვერასოდეს ეზიარები დიალექტიკასა და ფიზიკის სიღრმეს, იმას მაინც ნუ იფიქრებ
ნურასოდეს, რომ არ შეგიძლია თავისუფალი იყო, ქველმოქმედი და უფლის მორჩილი...
69. ზნესრულობა
იმაში გამოიხატება, რომ ყოველ დღეს ატარებდე ისე, როგორც უკანასკნელს შენს სიცოცხლეში:
ამაო შფოთის, უმოქმედობისა და პირმოთნეობისგან თავისუფალი.
70. უკვდავი ღმერთები
არ დრტვინავენ იმის გამო, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ითმენენ ამდენ ავ არსებათა
სიმრავლეს. მეტიც, არა მარტო ითმენენ, ზრუნავენ კიდევაც მათზე. შენი აღსასრული უკვე
ახლოა, შენ კი ვერ იტმენ მათ სიავეს, თავად ერთი ამ ავთაგანი.
75. საერთო ბუნებამ
თავისი ნებით შექმნა სამყარო. ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ან ამ შესაქმის შედეგად ხდება,
ან ყველაზე ფასეულიც კი-სამყაროს გამრიგე გონების უზენაესი ტრფობის საგანიც-უაზროა
და უფასური. ყოველთვის როცა რამე გაშფოთებს, გაიზსენე ეს და დამშვიდდები.
წიგნი მერვე
16. გახსოვდეს,
რომ შეხედულების შეცვლა და მიყოლა მისი, რაც ჭეშმარიტ გზაზე გაყენებს, ოდნავადაც არ
ზღუდავს შენს თავისუფლებას. რადგან ეს იგივე შენი საქმეა და მოქმედება, წარმართული
შენი გონების და შენივე ნების ტანახმად.
17. თუ ეს მხოლოდ
შენზე ჰკიდია, მაშინ რაღად სჩადიხარ ამას/. ხოლო თუ სხვაზე, ვისღა ჰყვედრი: ატომებს?
ღმერთებს? სიშლეგეა ერთიც და მეორეც. ნურავის ჰყვედრი. თუ შეგიძლია, წრფელ ჰყავ მრუდი
საქმის მოქმედი, თუ არა-მრუდი საქმე მაინც; ხოლო თუ ესეც არ შეგიძლია, რა აზრი აქვს
ამაო დრტვინვას? ამაოდ შრომა არ შეშვენის კაცს.
30. სენატის წინაშე გამოსვლისა თუ კერძო პირთან საუბრის დროს ილაპარაკე
ნათლად და გარკვევით; გიყვარდეს წრფელი სიტყვა.
32. სიცოცხლეს
ცალკეულ მოქმედებათაგან უნდა თხზავდე და კმაყოფილი
იყო იმითაც, თუ თვითეული მათგანი ამართლებს თავის დანიშნულებას. მაგრამ ვის ძალუძს
ხელი შეგიშალოს იმაში, რომ ყოველი შენი მოქმედება აღწევდეს მიზანს? - შენ გავიწყდება,
რომ გარეშე საგნები აბრკოლებენ ჩვენს მოქმედებას. -არ არსებობს დაბრკოლება წრფელი,
კეთილგონივრული და ზუსტად აწონ-დაწონილი მოქმედებისათვის. - მაგრამ ხომ შეიძლება სხვა
რამემ შეგვიშალოს ხელი? -შეიძლება, მაგრამ თუ შენ უდრტვინველად იტან ხელისშემშლელსა
და დამაბრკოლებელს, თუ შენ შეგნებულად მიელტვი შესაძლებელს, ალბათ, იმასაც შესძლებ,
რომმოცემულ მოქმედებას სწრაფად შეუნაცვლო მეორე, რომელიც არ დაარღვევს ცალკეულ მოქმედებათაგან
თხზული შენი ცხოვრების ჰარმოონიულ და მის თანაბარ რიტმს.
33. ნუ მზვაობ,
როდესაც იძენ, ნუ ნანობ, როდესაც ჰკარგავ.
34. ხომ გინახავს მოჭრილი ხელი, ფეხი, ან სხეულის მოკვეთილი
თავი? ასევე იკვეთს(რამდენადაც ხელეწიფება) თავის თავის იგი, ვინც არ იღებს ქმნადს
და მოწევნად, ვინც გაურბის მოყვასთ ან მათ წინააღმდეგობას ცდილობს. შენთვითონ მოსწყდი
ამ ბუნებრივ ერთიანობას, როლმის ნაწილადაც შეგქმნა ბუნებამ და რომლისგანაც ნებსით მოიკვეთე
შენივე თავი. მაგრამ საოცარი ის არის, რომ შენ შეგიძლია კვლავ შეერწყა ამ წარუვალ ერთიანობას.
რადგან კაცი-სამყაროს ნაწილი, ერთადერთი არსია, რომელსაც ყველა სხვა ნაწილისგან განსხვავებით,
ღმერტამ უბოძა იმის უნარი, რომ მთლიანისგან
მოჭრილს და მოკვეთილს შეეძლოს ხელახლა შეეზარდოს და შეესისხლხორცოს მას. მაშ, თაყვანი
ეცი უფლის ნიჭს, რომელიც გაძლევს იმის უნარს, რომ ან საერთოდ არ მოსწყდე მთელს, ანდა,
თუ მოსწყდი, ხელახლა შეერწყა მას და, ამრიგად, კვლავ დაიკავო შენი ადგილი, როგორც მთელის
ერთმა ნაწილმა.
36. ნუ ამიმღვრევ
სულს მტელი შენი ცხოვრების წარმოდგენით. იმაზე ნუ ფიქრობ, რამდენი ტანჯვა-წამების გადატანა
მოგიწევს კიდევ. არამედ, ყოველი შეჭირვებისას ასე ჰკითხე შენსავე თავს: რა არის მასში
დაუთმენელი და დაუძლეველი? რადაგნ შენ შეგრცხვება აღიარო, რომ ის დაუთმებნელია შენთვის.
მერე გაიხსენე ისიც, რომ წარსული ან მომავალი კი არ გტანჯავს, არამედ მხოლოდ აწმყო;
აწმყო კი ერთადერთ წამამდე დაიყვანება, თუ მას მისივე ხანგრძლივობით გარეშემოწერ, და,
ამრიგად, შერისხავ შენს სულს: რად ვერ იტანო წამიერ ტკივილს.
38. თუ შენი მზერა
მახვილია და ღრმად მხედი, - ამბობს ბრძენთა-ბრძენი, მიიწეც შენივე სულიერი ცხოვრების
ჭვრეტად.
39. გონიერი არსების
სულში მე ვერ ვხედავ სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ სიქველეს, მაგრამ ვხედავ განცხრომის
წინააღმდგომს-ზომიერებას.
41. ის, რაც ხელს
უშლის გრძნობად აღქმას და ისიც, რაც აბრკოლებს სასურველისკენ სურვილთა სწრაფვას. არის
ამ ქვეყნად რაღაც ისეთი, რაც ხელს უშლის მცენარეული ბუნების მოქმედებას და, მაშასადამე,
ბოროტებაა მისთვის. ზუსტად ასევე, დაბრკოლება, რომელსაც სულის ქმედითობააწყდებახოლმე,
ბოროტებაა სულიერი ბუნებისათვის. მიუყენე ყველაფერი ეს შენსავე თავს. გტანჯავს ან შვებას
განიჭებს რამე? ეს გრძნობადი აღქმის საქმეა. გაბრკოლებს რამე სასურველი საგნისკენ სწრაფვისას?
თუ შენი სწრაფვა თვითნებურია, ყველაფერი, რაც გზას გიკრავს და გაბრკოლებს, ბოროტება
იქნება შენთვის, როგორც გონიერი არსებისათვის. მაგრამ თუ შენ აღიარებ გარდაუვალს და
აუცილებელს, ვერაფერი შეგიკრავს გზას და, მაშასადამე, ვერც გავნებს რამე. ხოლო რაც
შეეხება სულის ქმედითობას, მას ვერავინ აღუდგება წინ, თავისივე თავის გარდა, რადგან
თანაბრად წინააღუდგომელია როგორც ცეცხლისა და მახვილის, ისე ტირანისა და ცილისმწამებლისთვისაც.
სფეროს, სანამ სფეროობს და სფერო ჰქვია, ვერავინ წაართმევს სიმრგვალეს.
42. მე არ ვიმსახურებ
იმას, რომ შეურაცხვყო ჩემივე თავი, რადგან განზრახ არასდროს შეურაცხმიყვია ვინმე.
44. სიცოცხლე
მოკლეა; ამიტომე შენივე სულის სრულყოფას მოახმარე ყოველი დღე. სიკვდილისშემდგომი დიდების
მაძიებელნი ივიწყებენ, რომ მომავალი თაობები მათსავე თანამედროვეთ ემგვანებიან, რომლებთანაც
ასე უმძიმთ ურთიერთობა, და რომ მოკვდავნი იქნებიან ისინიც. რას დაეძებ, რას იტყვიან
ან იფიქრებენ შენს შემდეგ შენზე.
46. არ შენიძლეა
კაცს შეემთხვეს რამე ისეთი, რაც მის თავს მოსაწევნად არაა შექმნილი. იგივე ითქმის ხარის,
ვაზის და ქვის მიმართაც. და თუ ეს ასეა, რაღას დრტვინავ, ან რას მრისხანებ? საერთო
ბუნება არას გახვევს რა თავს დაუთმენელს.
47. როცა გარეგანი
საგნები გამღვრევენ, გულისხმაყავ, რომ შენ გამღვრევს არა ესა თუ ის საგანი, არამედ
შენი შეხედულება მასზე. მაგრამ შენ შეგიძლია მოიკვეთო ეს უკანასკნელი. ხოლო თუ შენივე
შინაგანი ხედვის მცთარობა გამღვრევს, რა გიშვლის ხელს წრფელჰყო იგი? ზუსტად ასევე,
თუ იმიტომ იმღვრევი და იტანჯები, რომ არ შეგიძლია ქმნა მისი, რისი ქმნაც გმართებს,
განა ძალისხმევა არ გიჯობს ამაო დრტვინვას? - მაგრამ თუ ჩემზე მძლავრი ძალა მიღობავს გზას? -
მაშინ ნუ დრტვინავ, რადგან მიზეზი შენ როდი ხარ უმოქმედობის. - მაგრამ რას ვიქნევ
სიცოცხლეს, თუ ვერ ვიქმ ამას? - მაშ, განვედ სიცოცხლით, მაგრამ ისევე უდრტვინველად,
როგორც გადის ის, ვინც მიაღწია სასურველ მიზანს და ვინც მადლიერების გრძნობით აღვსილი
ეთხოვება ყველას და ყველაფერს, თვით თავის წინააღმდგომტაც კი.
48. გახსოვდეს,
რომ შენი წარმმართველი საწყისი უძლეველი ხდება, როცა, ტავისსავე თავში განმარტოებული,
კმაყოფილდება მარტოოდენ იმით, რომ არა იქმს მას, რაის არა სურს, თუნდაც უგონოდ იქმოდეს
მას, რასაც იქმს. ხოლო თუ ის გონივრულად და
წინდახედულად მსჯელობს რამეზე? მაშინ ჭშმარიტად შეუმუსვრელ გოდოლს ემგავსება,
ვნებათაგან თავისუფალი. კაცისათვის არ არსებობს უფრო საიმედო თავშესაფარი, რადგან მხოლოდ
იქ ისვენებს ის ყოველგვარი მძლავრობისა და ძალადობისგან. უგუნურია, ვინც ვერ ხედავს
ამ თავშესაფარს, ხოლო ვინც ხედავს, მაგრამ თავს კი არ აფარებს მას-უბედური.
49. ნურაფერს
იტყვი, გარდა იმისა, რასაც შენივე შთაბეჭდილებანი გამცნობენ. შენ გაუწყებენ, რომ ესა
და ეს შენს ძვირს ამბობს, მაგრამ ვინ გაუწყებს იმას, რომ ეს შენ გვნებს? მე ვხედავ,
რომ ბავშვი ავადაა, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ მას საფრთხე ემუქრება. მაშ, ნურასდროს გადახვალ
პირველ შთაბეჭდილებათა ზღვარს და ნურაფერს დაუმატებ მათ შენის მხრივ, თუ გსურს განერიდო
ბოროტს. ანდა, თუ გნებავს, დაუმატე, მაგრამ როგორც შეშვენის კაცს, რომელმაც იცის რა
ხდება, რა იქმნება სამყაროში.
50. კიტრი მწვანეა? გადააგდე. გზაზე
ეკლებია? მოერიდე. ესეცა კმარა; ნუღაკ კითხულობ: რისთვის არსებობს ყველაფერი ეს სამყაროში?
რადგან შენი კითხვის პასუხად უთუოდ გამქირდავად გაიღიმებს ბუნების მისტერიას ზიარებული
ყოველი კაცი, ისევე როგორც გაიღიმებდნენ მჭედელი ან მეჯადაგე, თუ შამჩნევდნენ, რომ
შენ გაკვირვებით უმზერ მათს სახელოსნოებში მიმოფანტულ რკინისა თუ ტყავის ნაჭრებს და
ნარჩენებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ხელოსნებს დიახაც მოეძებნებათ ნარჩენების გადასაყრელი
ადგილი, მაშინ როდესაც საერთო ბუნებას არ გააჩნია არაფერი, საკუთარი თავის გარდა. მაგრამ
ბუნების ხელოვნების ყველაზე დიდი საოცრებაც სწორედ ის არის, რომ თავისივე თავით გარშემოწერილი,
ის თავისსავე თავად აქცევს ყველაფერს, რაც ხრწნილებამიქნილი, დრომოჭმული და უსარგებლო
ჩანდა მასში და რაღაც ახალს და სასარგებლოს ქმნის მისგან. ასე რომ, ბუნება არ საჭიროებს
არც გარეგან მასალას და არც ადგილს რასმე უსარგებლო ნარჩენების გადასაყრელად, რადგან
მას სავსებით აკმაყოფილებს საკუთარი მატერია, საკუთარი სივრცე, საკუთარი ქმნადობა და
ხელოვნება.
51.
შორს უგერგილობა; შორს ენაბრგვნილობა; ნუ აჰყვები წარმოსახვის თამაშს; ნუ მიეცემი მეტისმეტ
უსასოებას, ნურც სასოებას; დროდადრო მაინც მოიცალე საქმეთაგან.
შენ გკლავენ ასო-ასო გგლეჯენ და გაგინებენ, მაგრამ
განა ეს ხელს უშლის სულს შეინარჩუნოს სიწმინდე, სიბრძნე, ზომიერება და სამართლიანობა?
ეს იმას ჰგავს, კამკამა წყაროს თავს წაადგეს ვინმე გულარძნილი და გონებით მოინდომოს
მისი სიწმინდის წაბილწვა: წყარო მაინც არ მოიშლის წყაროობას, ანკარა და ამოდ სასმელი.
თუმცა, გინებით კი არა, მწვირითაც რომ ამოავსოს იგი, წყარო უმალვე წარიტაცებს, წარეცხს
უწმინდურს და ხელახლა დაიწმინდება. როდისღა მოისმენ შენს სულში ამ მარადმედინი წყაროს
ჩუხჩუხს და არა შმორიანი ჭაობის სუნთქვას? როცა მალიმალ შეაფარებ თავს შენსავე სულს,
ვნებათაგან თავისუფალს, კეთილმოსურნეს, მარტივს და მართალს.
53.
შენ გსურს თავი მოაწონო მას, ვინც საათში სამჯერ სწყევლის თავის თავსა და თავისი გაჩენის
დღეს; შენ გსურს თავი მოაწონო მას, ვისაც არ მოსწონს თავისი თავი. და, მართლაც, განა
შიძლება თავისი თავი მოსწონდეს, მას, ვისაც სანანებლად ექცევა თითქმის ყველა თავისი
ქცევა, სიტყვა თუ საქმე?
54. დროა არა
მარტო შენი სუნთქვა შეუთანხმო გარემომცველი ჰაერის რხევას, არამედ შენი აზრბიც - ყოვლისმომცველ
გონებას. რადგან გონების ძალმოსილება არა ნაკლებ გამსჭვალავს, არა ნაკლებ განწონის
ყველას და ყველაფერს მისთვის, ვისაც მისი შესრუტვა ძალუძს, ვიდრე ჰაერის ძალა მისთვის,
ვისაც სუნთქვის უნარი შესწევს.
55.
ბიწი, საერთოდ, ვერ ვნებს სამყაროს; ერთი ნაწილის ბიწიერება კი - მეორე ნაწილს. რადგანმ
თუ ვნებს, ის ვნებს მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს თავი დაიხსნას ბიწისაგან, თუკი ისურვებს.
57. მზის მიმართ
მზირალს ასე ჰგონია ირვრებაო იგი, და, მართლაც იღვრება სამყაროში, როგორც ნათელი, მაგრამ
ისე კი, რომ მის სავსებას არა აკლდება რა ამით. რადგან ეს ღვრა განფენაა მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც წარმოსდგება
მისი სხივების სახელი ზმნიდან „განფენა“. მაგრამ რა არის თვითონ სხივი? შენ ნახავ ამას,
თუ დაუკვირდები, როგორ შემოდის მზის ნათელი ჭუჭრუტანიდან ბნელ საკანში: სხივი სწორხაზოვნად
ჰკვეთს სიბნელეს, სანამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავს არ მიაყრდნობს პირველსავე მყარ
სხეულს, რომელიც გზას უღობავს მის წინსვლას. აქ ის ჩერდება, ესაა და ეს. არც სხლტება
და არც ძირს ეცემა. სულიც მზესავით უნდა იყოს: არა დაღვრა და დაწრეტა, არამედ სავსება
და ნათლის ფენა. ხოლო როცა დაბრკოლებას აწყდება რასმე, ძალით კი არ უნდა ავიწროებდეს
წინააღმდგომს ანდა თვითონ ეცემოდეს შეიწროებული, არამედ მზეებრ აშუქებდეს და ნათელს
ჰფენდეს ყველაფერს, რასაც მისი მიღება ძალუძს. რაგდან ის, რაც არ ირებს ნათელს, თვითონვე
ართმევს თავის თავს მის მადლს.
61. ეცადე ჩასწვდე
თვითოეულის წარმმართველ საწყისს, მაგრამ სხვასაც დართე ნება ჩასწვდეს შენს სულს.
წიგნი მეცხრე
1....სცოდავს
ის, ვინც მიელტვის
განცხრომას, როგორც სიკეთეს და გაურბის ტანჯვას, როგორც ბოროტებას, რადგან ასეთი კაცი,
როგორც წესი, წარამარა ჰგმობს საერთო ბუნებას: რატომ ასე უწესოდ უნაწილებსო სიკეთეს
კეთილთ და ავკაცთ; ვინდაიდან ავკაცთა ხვედრი უფრო ხშირად განცხრომაა და მორჭმულება
- შვებისა და განცხრომის წყარო, კტილთა ხვედრი კი - ტანჯვა და ტანჯვის მიზეზი. ეგეც
არ იყოს, ტანჯვის მოშიშს, ალბათ, ისიც შეაკრთობს, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოხდეს
სამყაროში, ეს კი უკვე მკრეხელობაა. ხოლო განცხრომის
ტრფიალი, ალბათ, არც უსმართლობის წინაშე დაიხევს უკან, რაც აგრეთვე მკრეეხლობას უდრის აშკარად. ამიტომ ის, ვისაც სურს
ბუნების თანამოაზრე და მიმდევარი ერქვას, ერთმანეთისგან არ უნდა ასხვავებდეს მოჩვენებით
სიკეთეს და ბოროტებას, რადგან ეს უკენასკნელი განურჩევლად არ შექმნიდა არც ერთსა და
არც მეორეს, ერთმანეთისაგან რომ არჩევდეს მათ. მაშასადამე, უთუოდ სცოდავს ის, ვინც
განურჩევლად არ იღებს ტანჯვას თუ შვებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს, სახელსა თუ უსახელობას,
მოკლედ, ყველაფერს, რასაც განურჩევლად ხმარობს ბუნება. ხოლო განურჩევლად
ხმარობსო, როდესაც ვამბობ, იმის თქმა მინდა, რომ, გარკველი თანმიმდევრობით, ყველაფერი
ეს განურჩევლად მოდის ყოველივე ქმნადისა თუ ქმნილის წილად განგების დასაბამიერი ნებით.
ამავე ნებამ აღძრა განგება ხორცი შეესხა პირველადი შთანაფიქრისთვის, რომლის ხატადაც
შეჰქმნა კიდეც ეს უსასრულო და უთვალავი ფერით მოცემული სამყარო, სადაც დასდო მომავალ
არსთა კანონები და დაამკვიდრა ყოველგვარი არსებობისა და მონაცვლეობის ცხოველმყოფელი
ძალნი.
3. ....რადგან
თუ რასმე შეუძლია დაგვაბას და დაგვაკაოს ან ქვეყნად, ისევ და ისევ ერთსულოვნებას, რომელიც
თანამოაზრეებს გვაერთებს. მაგრამ კაცთადღევანდელი უთანხმოებისა და ურთიერთუნდობლობის
შემყურეს რაღა დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ სიტყვებით ჰხადო კაცთა მხსნელს: უფრო
სწრაფად მოვედ, სიკვდილო, თორემ ლამის დავივიწყო ჩემი თავი.
4. ის, ვინც სცოდავს,
თავისი თავის წინაშე სცოდავს; უსამართლობის მოქმედიც თავისი თავის მიმართ იჩენს უსამართლობას,
რადგან ბოროტყოფს თავისსავე თავს.
5. ხშირად უსამართლობას
სჩადის არა მარტო მოქმედი, არამედ უქმად მყოფიც.
6. დღესდღეობით
საკმარისია რწმენის სიწრფელე, მოქმედების უანგარობა და სულის კეთილგანწყობილება ყოველივე
იმის მიმართ, რაც შეიძლება ღვთაებრივ მიზეზთა ძალით მოხდეს.
12. დაითმინე ტანჯვა, არა როგორც
ერთმა ვინმე საწყალობელმა, არა როგორც კაცთათვის თავის შებრალების ანდა მათი განცვიფრების
მსურველმა, არამედ როგორც კაცმა, რომელსაც სურს ერთადერთი რამ: მოქალაქეობის პრინციპს
შეუთანხმოს ყველა თავისი მოქმედება თუ უქმად ყოფნა.
14. ყველაფერი
ეს ჩვეულებრივია ცდის თვალსაზრისით, მსწრაფლწარმავალი - დროის თვალსაზრისით, ხრწნადი
- მატერიის თვალსაზრისით, ყველაფერი დღესაც ისეთივეა, როგორიც იყო მათ დროსაც, ვინც
ჩვენ მოვაბარეთ მიწას.
20. შეეშვი, დაე,
მანვე სცადოს, ვინაცა სცოდა.
26. შენი ცხოვრება
ტანჯვა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაკმაყოფილებდა შენი წარმმართველი საწყისის მოქმედება,
რომლის გულისთვისაც ის შექმნა და ამ ქვეყნად წარმოგზავნა არსთა გამრიგემ; მაგრამ კმარა!
27. როდესაც კაცნი
გგმობენ, ზიზღით გემსჭვალვიან ან გაგინებენ, მიიქეც მათი სულების ჭვრეტად, ჩასწვდი
მათ წარმმართველ საწყისს და გულისხმაყავ, რანი არიან შენი მგმობელნი. შენ ნახავ, რომ
არ ღირს თავის წამებად ის, რასაც ისინი ფიქრობენ შენზე. და მაინც კეთილმოსურნეობა გმართებს
მათ მიმართ, რადგან თქვენ ძმები ხართ ბუნებით. განა თვით ღმერთები ყოველნაირად არ მფარველობენ
მათ - სიზმარეულ ჩვენებებში გამოცხადების, მანტიკისა თუ იმ ნიჭთა ნიჭების გზით, რომელთაც
ასერიგად მიელტვიან ისინი?
28. უცვლელია
და უქცეველი სამყაროს წრებრუნვა, ზემოდან ქვემოთ, უკუნითი უკუნისამდე. მსოფლიო სული
ან გამუდმებით ისწრაფვის თვითეული საგნისა და მოვლენისაკენ, - თუ ასეა, მიიღე მისი
სწრაფვის საგანი, ან მისი სწრაფვა ერთგზისი იყო და ერთჯერადი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი
გარდაუვალი თანამიმდევრობისა და თანაკავშირის ძალით ეზიარება არსებობას; ანდა, დასასრულ,
არსებობენ მხოლოდ ატომები - განუყოფელი ნაწილაკები. მოკლედ, თუ არსებობს ღმერთი, ყველაფერი
კეთილია და ღვთაებრივი, ხოლო თუ მხოლოდ შემთხვევითობა, დე, შენი ქცევა მაინც ნუ იქნება
შემთხვევითი.
მალე ყველანი მიწად ვიქცევით, მიწაც სხვა რამედ
იქცევა ბოლოს, მერე, თავის მხრივ, ეს სხვა რამეც შეიცვლის სახეს და ასე შემდეგ დაუსრულებლიბვ.
და ამ დაუსრულებელ სახეცვალებადობათა და ფერისცვალებათა ჭვრეტა, რომლებიც ისე სწრაფად
სცვლიან ერთიმეორეს, როგორც ტალღები ზღვის მიმოქცევას, ვის არ აღუძრავს ზიზღს ყოველივე
ხრწნადისა და წარმავლის მიმართ?
29. .... რას
მიელტვი, კაცო? ჰქმენ ის, რასაც დღეს მოითხოვს შენგან ბუნება. თუ შეგიძლია, მისდიე
მიზანს, და ნუ იყურები აქეთ-იქით, აბა, ვინ მიმზერსო მე.
....კმაყოფილი
იყავი იმითაც, თუ საქმე ერთი ნაბიჯით მაინც მიიწევს წინ, და ნუ მიიჩნევ ამ წინსვლას
უმნიშვნელოდ და უფასურად.
33. მალე ყველაფერი,
რასაც შენ ჭვრეტ, მიწად იქცევა, და ასევე მალე მიწად იქცევიან ამ მიწადქცევის მჭვრეტნი.
ის, ვინც მიხრწნილებამდე იცოცხლა, რას წაიღებს ამ ქვეყნიდან იმაზე მეტს, ვინც ჯერ კიდევ
ყრმა მიიბარა მიწამ?
34.
როგორია მათი წარმმართველი საწყისი, მათი ზრახვანი, მათი სიყვარულისა და მოწიწების
საგანი? გააშიშვლე მათი სულები და აგრე უმზირე მათ. როგორ სცდებიან, საბრალონი, როცა
ფიქრობენ, რომ გვვნებენ ძაგებით ან გვრგებენ ქებით.
35. რისამე დაკარგვა არა არის რა,
თუ არა გაცვლა. ხოლო ცვლა ყველაზე მეტად უყვარს საერთო ბუნებას, რომელიც კეთილის ხატად
ქმნის ყველაფერს;
37. მორჩი მთელ
ამ ამაოებას, მითქმა-მოთქმას და მანჭვა-გრეხას. რა გაშფოთებს? რა არის აქ უჩვეულო და
უცნაური? რას გამოჰყავხარ გარეთ შენი სიმარტოვიდან? მიზეზობრივ საწყისს? - ჩასწვდი
მის სიღრმეს. თუ მატერიას? - განჭვრიტე მისი არსი. რადგან ეს ორია ყველაფერი და მათ
გარეშე არა არის რა ქვეყნად. მორჩი-მეთქი! დროა უფრო უბრალო გულით და უბიწო სულით მიიქცე
ღმერთების მიმართ.
სულერთია, ას წელს უჭვრეტ ერთსა და იმავე სპექტაკლს
თუ სამად სამ ნაწილს.
38. ვინაცა სცოდა, იგივე იმკის შეცოდების
ნაყოფს; მაგრამ იქნებ არც შეუცოდავს.
40. თმერთები
ან უძლურნი არიან, ან ყოვლის მძლენი. თუ ისინი უძლურნი არიან, რაღას ლოცულობ ან რად
იტხოვ მათგან წყალობას? ხოლო თუ ყოვლისმძლენი, განა არ გიჯობს იმისთვის ევედრო მათ,
რათა დაგიხსნან ყოველგვარი შიშის, გულთქმის თუ ვნებისაგან, ვიდრე გიბოძონ ან გაშორონ
ესა თუ ის? რადგან თუ ღმერთებს საერთოდ ძალუძთ კაცთა თანადგომა, ისინი შენი თანამდგომნი
იქნებიან აქაც. ან, ვინ იცის, იქნებ ისიც თქვა, ღმერთებმა ჩემს ნებას მიანდესო ეს.
კეთილი; მაგრამ თუ ასეა, განა არ გიჯობს კმასაყოფელად გიჩნდეს ის, რაც შენზე ჰკიდია,
როგორც შეშვენის თავისუფალ კაცს, ვიდრე ისწრაფოდე იმისკენ, რაც შენს ნებაზე არაა დამოკიდებული,
მონისა თუ მათხოვრის მსგავსად. ანდა ვინ გითხრა, თითქოს ღმერთების ნებისაგან დამოუკიდებელი
იყოს ის, რაც, შენის აზრით, კაცთა ნებაზე ჰკიდია მხოლოდ? ილოცე და ნახავ. არის კაცი,
რომელიც ლოცულობს: „როდორ დავეუფლო ამ ქალს?!“ შენ კი ილოცე: „როგორ დავაღწიო თავი
ამ ქალის ფლობის სურვილს?“ ის: „როგორ მოვიცილო თავიდან ეს კაცი?!“ შენ: „როგორ მოვიქცე,
რომ არ დამჭირდეს თავიდან მოცილება მისი?!“ ის: „ნუ მომასწრებ შვილის სიკვდილს!“ შენ:
„ნუ მომასწრებ იმას მეშინოდეს შვილის დაკარგვის!“ ამგვარადვე მოაქციე ყველა ლოცვა და
ნახე, რა გამოვა აქედან.
42. როცა ვისიმე
უტიფრობა გამღვრევს, მეყვსეულად ასე ჰკითხე შენსავე თავს: განა შეიძლება, რომ უტიფარნი
არ იყვნენ ამ ქვეყნად? არ შეიძლება. მაშ. ნუ მოითხოვ შეუძლებელს. რადგან ეგ კაცი იმ
უტიფართაგანია, რომელნიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად. იგივე კითხვა მზად
გქონდეს მუდამ ორგულის, უნდოს თუ რაიმე სხვა რაიმი ბიწით შესვრილის მიმართ. რადგაბ
თუ აღიარებ, რომ შეუძლებელია ამგვარ კაცთა არარსებობა, უფრო დიდსულოვნად შეუნდობ შეცოდებას
თვითეულ მათგანს. სასარგებლოა იმაზე ფიქრიც, თუ რა სახის სიქველენი გვიბოძა ბუნებამ
ამგვარ ბიწთა საპირისპიროდ. ასე, უმადურების გასაქარწყლებლად მან გვიბოძა თვინიერება,
ისევე როგორც სხვა ბიწის ძლევად - სხვა რამ სიქველე. და მერე, შენ შეგიძლია სიკეთისკენ
მოაქციო გზასაცდენილნი: რადგან კაცი, რომელიც სცოდავს, მიზანს სცდება და უგზო-უკვლოდ
დაეხეტება. მაგრამ რას გვნებს იგი? მათ შორის, ვისი ბიწიერებაც ასერიგად გვამღვრევს,
ერთსაც ვერ ჰპოვებ ისეთს, ვინც თავისი მოქმედებით უარესჰყოფდეს შენს სულს: ხოლო სწორედ
შენი სული იმარხავს მას, რასაც შეუძლია ბოროტი გიყოს ან გავნოს. რა არის ავი ან არნახული
იმაში, რომ უმეცარი უმეცრად იქცევა? იქებ შენსავ თავს უნდა სდებდე ბრალად იმას, რომ
არ მოელოდი ამ კაცისგან ამნაირ ქცევას? განა გონება არ გაიძულებდა გულისხმაგეყო, რომ
ამ კაცს დიახაც შეეძლო შეეცოდა? მაგრამ შენ დაივიწყე ეს და ახლა გიკვირს, რომ მან სცოდა.
მეტიც, როცა ვისმე ორგულობას ან უმადურებას ჰყვედრი, მეყვსეულად მიიქეც შენივე თავის
ჭვრეტად: რადგან, ცხადია, შენ სცდებოდი, როცა ერთგულებას მოელოდი ორგულისგან, ხოლო
როცა წყალობას არ აკლებდი უმადურს, ალბათ, უანგაროდ კი არ სწყალობდი, არამედ საზღაურს
მოითხოვდი მისგან. მაგრამ როცა კეთილს უყოფ ვისმე, სხვა რაღა გსურს, კაცო? ნუთუ შენთვის
არ კმარა ისიც, რომ მოიქეცი შენივე ბუნების ტანახმად? შენ კი მიზდს ითხოვ. ეს იმას
ჰგავს, თვალი ითხოვდეს ხედვის საზღაურს, ხოლო ფეხი - ჩვენი ზიდვისას. მაგრამ ა, ასოებს
ბუნებამ გარკვეული მოვალეობა დააკისრა, რომლის მოხდითაც ისინი თავიანთ დანიშნულებას
ამართლებენ მხოლოდ. ასეა ამ ქვეყნად სიკეთის ქმნისთვის შობილი კაციც: როცა ვისმე კეთილს
უყოფს ან, უბრალოდ, ეხმარება მოყვასს, ის თავის ვალს იხდის და დანიშნულებას ასრულებს
მხოლოდ.
თავი მეათე
4. თუ ვინმე სცდება, მამაშვილურად
დაარიგე ის და დაანაზე მისი შეცდომა. ხოლო თუ ვერ დაანახებ, ან შენსავე თავს დააბრალე
ეგ, ან ნუ დააბრალებ ნურავის.
5. ყველაფერი, რაც შენ შიძლება შეგემთხვეს,
იმთავითვე შენს თავს მოსაწევნად იყო შექმნილი. მიზეზთა ერთობლიობამ დასაბამითვე დაუკავშირა
ერთმანეთს შენი არსება და შენს თავს მოწევნადი.
6. იმისდა მიუხედავად, არსებობენ ატომები თუ არსებობს
ბუნება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დადგენილ იქნეს, რომ მე ვარ ერთი ნაწილი მთელისა,
რომელსაც მარტავს და წარმართავს დედაბუნება; მერე კი ის, რომ მე ნათესაური კავშირი
მაერთებს ჩემი ბუნების მოზიარე სხვა ნაწილებთან. რადგან, თუ ეს მემახსოვრება, მაშინ,
როგორც ერთი ნაწილი, უდრტვინველად მივიღებ ყველაფერს, რასაც წილად მარგუნებს მტელი,
ვინაიდან შეუძლებელია ნაწილს ვნებდეს ის რაც მთელისთვის სასარგებლოა. მთელი კი არ იმარხავს
არაფერს ისეთს, რაც სასარგებლო არაა მისთვის. ეს ითქმის ყველა ბუნების მიმართ, მაგრამ
სამყაროს ბუნებას ის უპირატესობა გააჩნია, რომ არ არსებობს გარეშე მიზეზი, რომელსაც
შეეძლოსმისივე მვნების ქმნად აღძრას იგი. ამრიგად, რაკი მემახსოვრება, რომ ნაწილი ვარ
ამგვარი მთელისა, სიხარულით მივიღებ ყოველსავე ქმნადს და მოწევნადს. ხოლო რა გულისხმა
ვყოფ, რომ ნატესაური კავშირი მაერთებს ჩემიბუნების მოზიარე სხვა ნაწილებთან, ვეცდები
თავი შევიკავო ყოველივე იმის ქმნისგან, რაც საერთო სიკეთის დამკვიდრებას არ ისახავს
მიზნად. მეტიც, მე მხარში ამოვუდგები ჩემსავე მსგავსთ, ყველა ჩემს სწრაფვას მე მივაქცევ
საერთო სიკეთის მიმართ და, პირიქით, სიკეთის საპირისპიროსგან გარემივიქცევ მას. თუ
ამას ვიქმ, ბედნიერი იქნება ჩემი ცხოვრების გზა. რადგან შეუძლებელია ბედნიერი არ იყოს
მოქალაქე, რომელიც მთელი სიცოცხლე თანამოქალაქეთა სასიკეთოდ იღწვის და რომელიც სიხარულით
იღებს ყველაფერს, რასაც მშობლიური ქალაქი არგუნებს წილად.
8. თუ შენ ფიქრობ,
რომ ღირსი ხარ ისეთი სახელებისა, როგორიცაა კეთიოლი, თავმდაბალი, წრფელი, გონიერი,
თვინიერი, დიდსულოვანი, ეცადე არასდროს გახდე მათი უღირსი. ხოლო თუ შენ დაჰკარგავ ამ
სახელებს, მოიქეც ისე, რომ მსწრაფლ დაიბრუნო ისინი. ნუ დაივიწყებ, რომ „გონიერება“
შენთვის ნიშნავს ყოველი საგნის გულდასმით და
გამოწვლილივით განხილვას; „თვინიერება“ - უდრტვინველად მირებას მისას, რასაც გარგუნებს
საერთო ბუნება; „დიდსულოვნება“ კი - შენი წარმმართველი
საწყისის მიერ სხეულის მცონარებისა და სიშლეგის, პატივმოყვარეობის, სიკვდილის შიშისა
და სხვა მისთანათა ძლევას. ამრიგად, თუ შენ თვითონვე სცნობ თავს ამ სახელტა ღირსად,
მარამ ამასთან არ მოითხოვ, რომ სხვებიც ამავე სახელებით გიცნობდნენ, სულ სხვა კაცად
იქცევი და სულ სხვაგვარი გხოვრებით იცხოვრებ. რადგან იცხოვრო, ისე, როგორც დრემდე ცხოვრობდი,
იცოცხლო ამ შფოთით სავსე და ბიწით შესვრილი სიცოცხლით, ნიშნავს ემსგავსო კაცს უგრძნობელს,
ჯაბანსა და სიცოცხლის მონას, ან კიდევ იმ ცოცხალ-მკვდარ მხეცთამბრძოლთ, რომელნიც, მთლად
დაფლეთილნი და სისხლით მოთხვრილნი, მაინც ხარბად ებღაუჭებიან სიცოცხლეს და ითხოვენ
ხვალამდე მაინც შეუნარჩუნონ იგი , თუმცა ხვალ, იმავე ადგილას, იგივე კლანჭებისა და
კბილების მსხვერპლნი გახდებიან. მაშ, მიხვეჭე ეს რამდენიმე სახელი და, თუ ძალგიძს,
სამუდამოდ დაიმკვიდრე ისინი, როგორც უკვე ნეტართა კუნძულების მკვიდრმა. ხოლო თუ გრძნობ,
რომ ეცემი და ხელიდან გეცლება შენი საუნჯე, მხნეობა მოიკრიბე და მიაშურე რომელსამე
განმარტოებულ სადგურს, სადაც შესძლებ კვლავ დაიუნჯო იგი, ანდა, სულაც, განვედ სიცოცხლით,
და არა წყრომით აღვსილი, არამედ მშვიდად და უდრტვინველად, და, ამრიგად, შენს სიცოცხლეში
ერთხელ მაინც აღასრულე კეთილი საქმე: ამგვარად განვედ! მაგრამ შენ ყველაზე უკეთ დაიმკვიდრებ
ამ სახელებს და არასდროს დაქკარგავ მათ, თუ გაიხსენებ, რომ არსებობენ ღმერთები და არსებობს
მათი მაღალი ნება; ღმერთებს კი ნებავთ, რომ გონიერი არსებანი კი არ პირმოთნეობდნენ,
არამედ გულწრფელად ცდილობდნენ ემსგავსნონ მათ; რომ ლეღვის ხე ასრულებდეს ლეღვის ხის
დანიშნულებას, ძაღლი-ძაღლისას, ფუტკარი-ფუტკრისას, ხოლო კაცი - კაცურს, კაცისას.
11. ... კაცი,
რომელმაც იცის, რაოდენ მალე დახუჭავს თვალს და დაუტოვებს ყოველსავე მიწიერს, მთელი
არსებით ცდილობს სამართლიანობას შეუწონოს თვითეული თავისი მოქმედება, ხოლო ყველა სხვა
დანარჩენი - საერთო ბუნებას. სხვებმა კი, დაე, რაც უნდათ, სთქვან, რაც უნდათ, სთქვან,
რაც უნდათ, ის იფიქრონ, როგორც უნდათ, ისე კოექცნენ მას; მისთვის სულ ერთია ყოველივე
ეს; რადგან ის მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ შეუწონოს სამართლიანობას თავისი დღევანდელი
მოქმედება და როგორ შეუვრდეს სიყვარულით თავის დღევანდელ ხვედრს. აი, მთელი მისი საქმე
და საზრუნავი. მას ამოძრავებს ერთადერთი სურვილი: მისდიოს ჭეშმარიტ გზას, ბუნებრივი
კანონის თანახმად, და, ამრიგად მისდიოს ღმერთს, რომლის გზაც მართალია და ჭეშმარიტი.
12. რა საჭიროა ტავის მტვრევა, როცა ისედაც შეგიძლია
გულისხმაყო, რისი ქმნა გმართებს. ტუ გულისხმაყავ, მაშინ კეთილმოსურნეობით აღვსილმა
ისწრაფე წინ და ნუღარასოდეს შემოიქცევი უკან, თუ ვერა და, - შესდექ, რათა რჩევა სთხოვო
კაცთაგან უკეთესთ. ხოლო თუ გზას შეგიკრავს რამე, გულდასმით აწონ-დაწონე ყოველი და მისდიე
მას, რასაც მარტებულად მიიჩნევ. რადგან შესაძლებელთაგან უკეთესი მართებულისკენ სწრაფვაა,
ხოლო უარესი - უარის თქმა მისკენ სწრაფვაზე. კაცს, რომელიც ყველაფერში გონების ხმას
მისდევს, თანაბრად შვენის მოცალეობაც და საქმეთაგან მოუცლელობაც, სილაღეც და სიდარბაისლეც.
14. მაღლად მხედი
და თავმოდრეკილი კაცი ასე მიმართავს ყოვლისმომცემსა და ყოვლის უკანვე წამრებ ბუნებას:
მომეცი, რაც გსურს და წარმიღე, რაც გსურს. ხოლო ამას არა მზვაობის გამო, არამედ როგორც
ბუნების მორჩილი და მისი მლოცველი.
20.
თვითეული ჩვენთაგანისთვის სასარგებლოა ის, რასაც წილად გვარგუნებს საერთო ბუნება, და
სასარგებლოა მაშინ, როცა გვარგუნებს.
25. მოღალატეა, ვინც გაურბის თავის მბრძანებელს. მბრძანებელი
კი კანონია, ხოლო მორალატე - მისი დამრღვევი. მაგრამ ვინც ძრწის, დრტვინავს ანდა მრისხანებს,
- არ იღებს მას, რაც იყო, არის ან უნდა მოხდეს, თანახმად კოსმიური წესრიგისა, რასაც
აწესებს ყოვლისგამრიგე, ანუ კანონი, თავთავის მისაგებელს რომ მიაგებს ყველას და ყველაფერს,
მაშასადამე მოღალატეა ისიც, ვინც დრტვინავს, ძრწის ან მრისხანებს.
28. იფიქრე იმისათვის, რომ მხოლოდ გონიერ არს ხელეწიფება
ნებაყოფილობით ჰმორჩილებდეს ქმნადს და მოწევნადს; ლიტონი მორჩილება კი თანაბრად გარდაუვალია
ყველა არსისათვის.
31. ... მაშ, რა გაშფოთებს? რატომ არ ცდილობ ღირსეულად
გაატარო შენი ხანმოკლე სიცოცხლე? რას გაურბი ან ეკრძალები?რადგან რა არის ყოველივე
ეს, თუ არა საწვრთელი და სავარჯიშო მასალა შენი გონებისათვის, რომელიც ნათელმხილველი
და საგათა სიღრმის მწვდომი მზერით უმზერს ცხოვრებას? მაშ, მტკიცედ დეგ და ნურასოდეს
დაიხევ უკან, სანამ არ შეიტვისებ ყველა ამ ჭეშმარიტებას, ისევე როგორც საღი სტომაქი
ითვისებს და ინელებს საზრდელს, ისევე როგორც უშრეტი ცეცხლი სიტბოდ და სინათლედ აქცევს
ყოველივე წვადს.
33. ....მაგალითად,
ცილინდრს, წყალს, ცეცხლს თუ უსულო და უგონო ბუნების მქონე რომელიმე სხვა საგანს ყოველთვის
როდი ძალუძს მისთვის ჩვეული მოძრაობით იძვროდეს: ბევრი რამაა ისეთი, რაც ხელს უშლის
და აბრკოლებს ამას. სულს და გონებას კი, საკუთარი ბუნებისა და სურვილების თანახმად,
ძალუძთ დასძლიონ დაბრკოლება. ნუ მოსწყვეტ თვალს გონების ამ ყოვლისმძლე უნარს, რომლის
წყალობითაც ის სძლევს ყველაფერს, რაც ხელს უშლის მის სწრაფვას და ისევე თავისუფლად
იძვრის, როგორც ცეცხლი მიიწევს მაღლა, როგორც ქვა ვარდება ქვემოთ ან ცილინდრი მიგორავს
დახრილ სიბრტყეზე; ნუ მოსწყვეტ თვალს, და შენ აღარ მოუხმობ შველად სხვა მწეს და მეოხს.
ხოლო ყველა სხვა დაბრკოლება ან სხეულის - ამ მძორის ძვრას აბრკოლებს მხოლოდ, ან ( თუ
წარმოსახვა არ მოგვაღორებს და გონება ნებსით არ მოიდრეკს ქედს), საერთოდ, ვერ გვაფერხებს
და ვერას გვვნებს. ასე რომ არა, ის ვინც დაბრკოლებას აწყდება, ავკაცად უნდა ქცეულიყო
მყისვე. საკმარისია რომელიმე უგონო არსმა დაითმინოს რაიმე
ბოროტი, რომ ბოროტად იქცეს თვითონაც. გონიერი კი, პირიქით, უკეთესი ხდება და მეტი პატივის
ღირსი, როცა თავის ხელშემწყობად აქცევს ხელისშემშლელსა და შემაფერხებელს. საერთოდ
კი უნდა გახსოვდეს, რომ ის, რაც არ ვნებს ქალაქს, არც მოქალაქეს ვნებს, ხოლო ქალაქისთვის
უვნებელია ის, არც კანონს არ ვნებს. მაგარმ ჩვენი ეგრეთწოდებული უბედობანი ვერავითარ
ვნებას ვერ აყენებენ კანონს; მაშასადამე, ვერც ქალაქს და ვერც მოქალაქეს.
36. არავინაა ისერიგად სვებედნიერი, რომ მისმა სიკვდილმა
კაცთაგან ერთიც კი არ შეძრას ბოროტი სიხარულით. მიცვალებული ბრძენი იყო და ქველი? მაინც
მოიძებნება კაცი, რომელიც გულში იტყვის: „მადლობა ღმერთს, ძლივს არ მოვისვენეთ ამ მენტორისგან?!
მართალია, თითქოს სამდურავი არ გვეთქმოდა მის მიმართ, მაგრამ გუმანით ვგრძნობდი, რომ
ის იდუმალ გვგმობდაო ჩვენ“. და თუ ამას იტყვიან ბრძენსა და ქველ კაცზე, თავად განსაჯე,
როგორღა მოგიხსენიებენ შენ: რამდენი რამ არის შენში ისეთი, რაც შენს სიკვდილს ანატრებინებს
სხვებს. ნუ დაივიწყებ ამას აღსასრულის ჟამს და უფრო ადვილად დაუტევებ სიცოცხლეს; შენ
იტყვი: „მე ვაგდივარ ამ ქვეყნით, სადაც თვით ჩემი მოყვასნიც კი, რომელთათვისაც ამდენი
ვიშრომე, ვილოცე, ვიომე, მოუთმენლად მოელიან ჩემს სიკვდილს: ეგების უფრო თავისუფლად
ვიგრძნო თავი. მაშ, რამ უნდა დამაკაოს ამ ქვეყნად?“ მაგრამ ნუ დაჰგმობ მათ ამისთვის
განშორების ჟამს, ნუ უღალატებ საკუთარ თავს და, როგორც ყოველტვისმ კეთილმოსურნე, მლმობელი
და მიმტევებელი იყავ ბოლომდე. თუმცა ნურც ნურავის აფიქრებინებ, რომ შენ ძალიტ გაშორებენ
მათ. ხომ გინახავს მშვიდი სიკვდილი, როცა სული უმტკივნეულოდ ეყრება სხეულს? დაე, ასეთი
იყოს შენი განშორება კაცთაგან, რომლებთანაც თანაცხოვრებით დაგაკავშირა ბუნებამ და რომელტაც
ბუნებავე გაშორებს ამჟამად. და მე ვემშვიდობები მათ, როგორც ჩემს მოძმეთ და ჩემს ნათესავთ,
მაგრამ უმტკივნეულოდ და უდრტვინველად, რადგან სიკვდილიც ბუნების ერთი კანონია, დიდი
კანონი.
37. წესად დარგე,
შეძლებისდაგვარად, თვალყური ადევნო შენი მოყვასის ყველა ცალკეულ მოქმედებას, რათა გაიცხადო,
რას მიელტვის იგი. მაგრამ დაიწყე შენით და, უპირველეს ყოვლისა, მიიქეც შენივე სულის
ჭვრეტად.
წიგნი მეთერთმეტე
1.აი, გონიერი სულის ნიშან-თვისებანი: ის თვითონვე ხედავს,
თვითონვე ანაწევრებს და თვითონვე იქცევს თავის თავს იმად, რადაც სურს იქცეს, თვითონვე
იქევს მის მიერვე მიღებულ ნაყოფს (მაშ როდესაც მცენარეული და ცხოველტა მიერ მიღებული
ნაყოფით სხვები სარგებლობენ) და, დასასრულ, თვითონვე აღწევს დასახულ მიზანს, მიუხედავად
იმისა, თუ როდის დასრულდება მისი სიცოცხლე. აქ ისე როდია საქმე, როგორც როკვისა თუ
სასცენო და საცირკო წარმოდგენებისას, სადაც სულ მცირე ნაკლიც კი მთელ სპექტაკლს შლის
და აფუჭებს: არა, სადაც უნდა მოუსწროს და როცა უნდა მოუსწროს სკივდილმა, სული ბოლომდე
ასრულებს თავის დანიშნულებას და პირნათლად იხდის თავის ვალს. ასე რომ, თამამად შეუძლია ითქვას: მე ავიღეო
ჩემი კუთვნილი. მეტიც, ის აზრით მოიცავს მთელს სამყაროს და მის გარემომცველ სიცარიელეს,
იკვლევს მის ფორმას, იჭრება მარადისობის სიღრმეში, სწვდება სამყაროს პერიოდული აღორძინების
საიდუმლოს და იცხადებს, რომ ჩვენი შთამომავალნი ვერ ნახავენ ვერაფერს ახალს, ისევე
როგორც ჩვენს წინაპრებს არ უნახავთ არაფერი,
გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვჭვრეტთ. რადგან ორმოც წელს მიღწეულმა კაცმა, რომელსაც გონების
ნასახი მაინც გააჩნია, საყოველტაო ერთფეროვნებისა და ყოვლისერთობის გამო უკვე იხილა
არა მარტო აწმყო, არამედ წარსულიც და მომავალიც. გონიერი სულისავე ნიშნებია სიყვარული
მოყვასთა მიმართ, სიმართლე და თავმდაბლობა, თუმცა, კანონისა არ იყოს, ის არაფერს არ
აყენებს კანონზე მაღლა. ასე რომ, არ არის არავითარი განსხვავება გონიერ სულსა და სამართლიანობის
სულს შორის.
5. შენი ხელობა? - სიკეთის სამსახური. მაგრამ როგორ
ემსახურო მას, თუ არ იცნობ საერთო ბუნებისა და კაცური ბუნების საწყისთ?
12. სულ უცვლელად ინარჩუნებს თავის სფეროსებრ ფორმას,
როცა გარეგანს ან შინაგანს კი არ მიელტვის რასმე, როცა აქეთ ან იქით კი არ იწევს, არამედ
გამუდმებით ასხივებს ნათელს და მის შუქზე ჭვრეტს როგორც გარეშე სამყაროს უსასრულობაში
დამარხულ, ისე მისსავე შინაგან ჭეშმარიტებას.
14. ურთიერთ ზიზღით გამსჭვალულნი, ისინი ხოტბას ასხამენ
ერთიმეორეს, ხოლო ერთმანეთზე ამაღლების მოსურნენი ფეხქვეშ ეგებიან ერთურთს.
15.
... მოცვენებითი გულწრფელობა კი დამალულ მახვილსა ჰგავს. არა არის რა მგლურ მეგობრობაზე
უფრო ბილწი. ყველაზე მეტად ეკრძალე მას. სათნოს, მართალსა და კეთილმოსურნე კაცს თვალებით
იცნობ: შუბი ხალთაში არ დაიმალება.
29. შენ ვერავის შეასწავლი წერა-კითხვას, ვიდრე თვითონ
არ ისწავლის მას. მით უმეტეს, ეს ითქმის სიცოცხლის მიმართ.
37. საჭიროა, - ამბობს ეპიქტეტე, - დადგენილ იქნას,
როდის და რას განვუცხადოთ ჩვენი თანხმობა. რაც შეეხება მისწაფებებს, თვალყური უნდა
ვადევნოთ იმას, რომ ისინი უპირობონი კი არ იყვნენ, არამედ განპირობებულნი. საზოგადო
სიკეთის შესატყვისნი და საგანთა ჭეშმარიტი ღირებულების თანაფარდნი. გულისთქმათა აყოლისაგან
კი სულაც თავის შეკავება გვმართებს, მაგრამ არა ზიზღიტ გარემიქცევა მისგან, რაც ჩვენს
ნებაზე არაა დამოკიდებული.
წიგნი მეთორმეტე
1.... ყველაფერს,
რის მიღწევასაც მიხვეულ-მოხვეული გზაბით აპირებ, შენ შეგიძლია დღესვე ეზიარო თუ, რათქმა
უნდა, შენივე თავის მტერი არ ხარ და გამყიდველი. ხოლო თუ არ ხარ, შეეშვი წარსულს, განგებას
მიანდე მომავალი, მარტოოდენ აწყმოთი მოიზღუდე თავი და ღვთისმოსაობის და სამართლიანობის სამსახურს მოახმარე იგი: ღვთისმოსაობისას, რათა გიყვარდეს შენი წილხვდომილი,
რადგან ბუნებამ ის შენთვის შექმნა, ხოლო შენ -
მისთვის; სამართლიანობისას, რათა თამამად და მიუკიბ-მოუკიბავად ამტკიცებდე სიმართლეს
და რათა ყოველთვის მოქმედებდე კანონისა და ღირსების თანახმად.
3. შენ შედგები სამი ნაწილის - სხეულის, სასიცოცხლო
ძალისა და გონებისაგან. პირველი ორი მხოლოდ იმდენად გეკუთვნის შენ, რამდენადაც მოვალე
ხარ იზრუნომათთვის, და მარტოოდენ მესამეა ჭეშმარიტად შენი კუთვნილი, ამიტომ ტუ შენ
გაბირიდებ, ანუ, არ იგივეა, შენი აზრისაგან განარიდებ ყველაფერს, რასაც სხვები ამბობენ
ან აკეთებენ, ყველაფერს, რაც გამღვრევს, როგორც მოწევნადი, ყველაფერს, რასაც შენივე
ნების წიააღმდეგ, შენი ხორციელი გარსი და მისი თანამებუნებე სასიცოცხლო ძალა გახვევენ
თავს, ყველაფერს, რაც გარეშე საგნებს გრიგალივით აბრუნებს შენს ირგვლივ, და თუ, ამრიგად,
ბედისწერასთან წილნაყარი ყოველდღიური წვრილმანებისგან
თავდახსნილი შენი სული შესძლებს თვითონვე წარმართოს თავისი თავი, ემსახუროს სიმართლეს,
უდრტვინველად მიიღოს ქმნადი და არასოდეს უღალატოს ჭეშმარიტებას, თუ, ვიმეორებ, შენი
წარმმართველი საწყისისგან განარიდებ არა მარტო ვნებათაღელვას, არამედ წარსულსა თუ მერმისზე
ფიქრსაც და, ამრიგად, დაამგვანებ მას ემპედოკლესეულ
„სფეროს, თანაბრად გარშემოწერილს,
უებრო სიმრგვალით ლაღსა და ამაყს“
და თუ, დასასრულ, იზრუნებ მხოლოდ იმ სიცოცხლისათვის,
რომლიტაც ამჟამად ცოცხლობ, ანუ აწმტოსთვის, - შენ შესძლებ მშვიდად, აუმღვრევლად და
შენსავე სულში დამკვიდრებულ დემონთან სრული ტანხმობიტ გაატარო დარცენილი დღენი.
6. შეეჩვიე შესაძლებლად მიჩვევას მისას, რაც შეუძლებლად
გიჩანს. მარცხენა ხელს, რომელიც, საერთოდ, გაცილებიტ სუსტია მარჯვენაზე, მხოლოდ იმიტომ
უჭირავს სადავე უფრო მტკიცედ, რომ ის ჩვეულია ამას.
8.
უჭვრიტე მიზეზობრივი საწყისის წმნიდასადა ნივთიერი გარსით შეუბღალავ არსს. რას ისახავს
მიზნად ესა თუ ის მოქმედება? რა არის ტანჯვა, განცხრომა, დიდება, სიკვდილი? იფიქრე
იმითვის, რომ კაცი თვითონვე იმღვრევს საკუთარ სულს, რომ მას სხვა კი არ, თავისივე თავი
ეღობება წინ, და რომ, დასასრულ, ყველაფერს შენი შეხედულება განაპირობებს.
12.
ნუ ჰყვედრი ღმერთებს, რადგან ისინი არასოდეს არ სცოდავენ, არც ნებსით და არც უნებურად,
მაგრამ ნუ ჰყვედრი კაცთაც, რადგან ისინი თავისდა უნებურად სცოდავენ ხოლმე; მაშასადამე
ნურავის ჰყვედრი!
13. რაოდენ უბადრუკი და უმეცარი უნდა იყოს კაცი, რომ
ჰკვირვობდეს მას, რაც ცხოვრებაში ხდება.
16. ყოველთვის, როცა ვისიმე ქცევა გაფიქრებინებს, რომ
მან სცოდა, ასე შეაგონე შენსავე თავს: კი მაგრამ, რა ვიცი, რომ მან მართლა სცოდა? ხოლო
თუ სცოდა, განა თვითონვე არ დაისაჯა თავი? რადგან ეს იმას ჰგავს, კაცმა საკუთარი ხელით
დაითხაროს ორივე თვალი.
მას, ვაისაც
არ სურს, რომ ავკაცნი ავკაცურად იქცეოდნენ, ალბათ, არც ის სურს, რომ ლერვი წვნიანი
იყოს, რომ პატარა ბალღი ღნაოდეს, ცხენი ჭიხვინებდეს, და ა.შ., ერთი სიტყვით, ხდებოდეს
ის, რაც მოსახდენია და უნდა მოხდეს. რა ქნას ამგვარმა კაცმა? კი მაგრამ, რა ვქნა მე?
თუ შეგიძლია, განკურნე იგი.
19. გულისხმაყავ, ბოლოს და ბოლოს, რომ შენში არის რაღაც
უფრო სრულყოფილი და ღვთაებრივი, ვიდრე ის, რაც ვნებას აღგვიძრავს და უხილავი ძალით
გვიზიდავს ტავისკენ. რა ავსებს ამჟამად ცემს სულს? შიში, ეჭვი, ვნება, სურვილი თუ რაიმე
სხვა ამდაგვარი?
20. ჯერ ერთი, არაფერი არ უნდა აკეთო
უმიზნოდ და უმისამართოდ. მეორეც, ყველაფერი უნდა შეუთანხმო ერტადერთ მიზანს, ერტადერთ
ჭეშმარიტ, საერთო და საყოველტაო სიკეთეს.
22. ყველაფერი წარმოდგენაზეა დამოკიდებული. წარმოდგენა
კი - შენზე. მაშ, მოიკვეთე, როცა საჭიროდ მიიჩნევ, ის, და, როგორც წყალქვეშა კლდეებს
თავდაღწეული მეზღვაური, უკან მოიტოვებ საფრთხეს და მყუდრო ნავსაყუდელში შეხვალ.
23. თავის დროზე შეწყველტილი ნებისმიერი ცაკეული მოქმედება
არავითარ ბოროტებას არ დაითმენს შეწყვეტის გამო; მაგრამ არც მისი მოქმედი დაითმენს
რაიმე ბოროტს მოქმედების შეწყვეტისაგან. ზუსტად, ასევე, ცაკეულ მოქმედებათა ერთობლიობა,
რასაც სიცოცხლეს ვუწიდებთ ჩვენ, არავითარ ბოროტებას არ დაითმენს დროულად დასრულების
გამო, ხოლო ის, ვინც დროულად დაასრულებს ამ ერთობლიობას, აგრეთვე არ დაითმენს რაიმე
ბოროტს. დროს და ვადას კი ბუნება აწესებს: ზოგიერთ შემთხვევაში - თვითეული ჩვენგანის
ბუნება, როცა კაცი სიბერით კვდება, ხოლო ყველა სხვა შმთხვევაში - საერთო ბუნება, რომლის
ნაწილთა გამუდმებული სახეცვალებადობა მარადიულ სიახლეს და სიჭაბუკეს უნარჩუნებს სამყაროს.
მაგრამ ის, რაც სასარგებლოა საერთო ბუნებისათვის, ყოველთვის დროულია და მშვენიერი.
მაშასადამე, სიცოცხლის შეწყვეტა არცერტი ცვენთაგანისთვის არაა სასირცხვილო, რაკი ჩვენ
ნებაზე არაა დამიკიდებული და ატა ვნებს მოქალაქეობის წმინდათაწმინდა პრინციპს. მეტიც,
ბოროტება კი არა, სიკეთეა, რაკი დროულია საერთო ბუნებისათვის, როგორც მისთვის სასარგებლო
და მისი ნებისმყოფელი. ამიტომ ღმერთთან ვალს ის, ვინც ღმერთით ვალსდა ვინც მასვე შესტრფის
გონებით, რაც სათნო უჩანს რმერთს.
24. მტკიცედ დაიმახსოვრე ეს სამი წესი:
პირველი: დაე, ნურცერთი შენი მოქმედება ნუ იქნება უმიზნო
და უმისამართო; დაე, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, ორიდან
ერთის - ან შემთხვევითობის, ან განგების ძალით ხდება. მაშ, ნუ ჰყვერი შემთხვევითობას
და ნუ დრტვინავ განგების გამო.
მეორე: დაუკვირდი ყველა არსის ზრდა-განვითარებას ჩასახვიდან
დაბადებამდე, და გულისხმაყავ, რისგან შედგება ან რა ნაწილებად განწვალდება დაშლისა
და დარღვევის შემდეგ.
მესამე: შენ რომ უეცრად აჭრილიყავ ცაში და იქიდან მოგეხილა
მიწიერი არსებობის მტელი ამაოება, მერწმუნე, მხოლოდ ზიზღი აღგეძვრებოდა მის მიმართ,
თუ ამავე დროს მოავლებდი შენს გარშემო განფენილ უსაზღვრო სივრცეს, ჰაერსა და ეთერის
მკვიდრთა საუფლოს. მერწმუნე იმაშიც, რომ რამდენჯერაც არ უნდა ამაღლებულიყავ ამგვარად,
ყოველტვის ერთი და იგივე სურათი გადაგეშლებოდა ქვემოტ: ერთფეროვნება და მსწრაფლწარმავლოა.
ჩვენ უბადრუკნი კი ამით ვმზვაობთ!
29. სიცოცხლის აზრი იმაშია, თვითეული საგნის მიმართ
ვიკვლევდეტ, რას წარმოადგენს ის ტავისთავად, რა არის მაში ნივთიერი და რა - მიზეზობრივი,
მთელის არსებით ვემსახურებოდეთ სამართლიანობას და ვამბობდეთ მხოლოდ სიმართლეს. თუ ამას
ვყოფთ, რაღა დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ დავტკბეთ სიცოცხლით, როგორც ტკბება ის, ვინც
ერთი კეთილი საქმიდან დაუყოვნებლივ გადადს მეორეზე, რათა მათ შორის აღარ დარჩეს თვით
უმცირედი შუალედიც კი.
32. უსასრულო და უსაზღვრო დროის რაოდენ უმნიშვნელო ნაწილი
გვიწილადა განგებამ. ცოტაც და ის სამუდამოდ დაინთქმება მარადისობაში. რაოდენ მცირე
ნაწილი გვიძევს ყოვლად არსსა ტუ სამყაროს სულში. მიწის რა უბადრუკ ნაწილში დავღორავთ
ცვენ. გულისხმაყავ ყოველივე ეს და ნურაფერს მიიჩნევ არსებიტად, გარდა ერთისა: ყოველტვის
მოქმედებდე ისე, რგორც გიწესებს შენი ბუნება და უდრტვინველად ირებდე ყველაფერს, რასაც
ყოფად მოაქცევს საერთო ბუნება.
36. კაცო, შენ იყავო მოქალაქე ამ ვრცელი ქალაქისა, და
განა სულერტი არ არის შენთვის, რამდენ ხანს იყავ: ხუტ წელიწადს თუ სამ წელს მხოლოდ?
რადგან კანონის წინაშე ყველა სწორია. მაშ, რა არის საშიში იმაში, რომ ქალაქიდან გასახლებს
არა ტირანი ან სამართალ მრული მსაჯული, არამედ იგივე ბუნება, რომელმაც შენ იქ გადაგასახლა?
ასე პრეტორიითხოვს სცენიდან მის მიერვე მიღებულ მსახიობს. - კი მაგრამ, მე ხომ სამი
მოქმედება ვიტამას მხოლოდ და არა ხუთი? კეთილი
და პატიოსანი; მაგრამ ცხოვრებაში სამი მოქმედება პიესაა. რადგან ბოლოს გვაუწყებს ის,
ვინც ოდესღაც დასაბამი იყო სიცოცხლისა, ახლა კი მიზეზია მისი შეწყვეტის. შენ კი არაფერ
შუაში ხარ, არც ერთსა და არც მეორე შემტხვევაში. მაშ, განვედ მშვიდად და კეთილმოსურნეობით
აღვსილი სულით, როგორც კეტილმოსურნეა ის, ვინც მიწიერი არსებობის კირტებისგან გათავისუფლებს.
(არასრული ვერისა)
ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ
გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილის, 1972
ფიქრები დიდი რომაელი მოაზროვნის, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (121-180) თხზულებაა. ძველი რომაული მწერლობის ეს შედევრი ადამიანის წინაშე სვამს არა ეღტ და ორ მარადიულ კითხვას (ვინა ვარ მე? რა ადგილი მიჭირავს სამყაროში? რისთვის ვარსებობ? და ა.შ.) და თავისებურად პასუხობს კიდეც მათ
No comments:
Post a Comment